მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

ბანკეტების გამართვა იკრძალება-რა რეკომენდაციები უნდა დაიცვან მოსწავლეებმა

ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, წელს ბანკეტების გამართვა იკრძალება. ამის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.

„სამინისტრომ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს შესაბამისი რეკომენდაციები უკვე გადაუგზავნა. რეკომენდაციების თანახმად, შესაძლებელია „ბოლო ზარის“ ღონისძიების ორგანიზება მხოლოდ მე-12 კლასის მოსწავლეებისა და სკოლის მასწავლებლების მონაწილეობით სკოლის ტერიტორიაზე, უცხო პირთა დასწრების გარეშე.

თუ სკოლას შესაძლებლობა ექნება, სასურველია, მოსწავლეებთან გამოსამშვიდობებელი ღონისძიება ღია სივრცეში გაიმართოს. საჯარო სივრცეში თავშეყრისას ყველა პირი ვალდებულია, ატაროს პირბადე და დაიცვას საჭირო დისტანცია.

აღსანიშნავია, რომ პანდემიის პირობებში ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, საკოორდინაციო საბჭომ განიხილა და მიზანშეწონილად არ მიიჩნია მოსწავლეთა ჯგუფური გასვლითი აქტივობების, ექსკურსიებისა და საზეიმო წვეულებების, ბანკეტების გამართვა“, – აცხადებენ განათლების სამინისტროში.

განათლების სამინისტრო ასევე აქვეყნებს რეკომენდაციებს, როგორ უნდა ჩატარდეს სკოლებში ბოლო ზარი.
რეკომენდაციების თანახმად, შესაძლებელია ბოლო ზარის ღონისძიების ორგანიზება მხოლოდ მე-12 კლასის მოსწავლეებისა და სკოლის მასწავლებლების მონაწილეობით სკოლის ტერიტორიაზე, უცხო პირთა დასწრების გარეშე.

გარდა ამისა, თუ სკოლას შესაძლებლობა ექნება, სასურველია, მოსწავლეებთან გამოსამშვიდობებელი ღონისძიება ღია სივრცეში გაიმართოს. საჯარო სივრცეში თავშეყრისას ყველა პირი ვალდებულია, ატაროს პირბადე და დაიცვას საჭირო დისტანცია.

მსგავსი პოსტები

Back to top button