
შეიარაღებული მამაკაცი, რომელიც მოსკოვში, ერთ-ერთ ბანკში შეიჭრა, დაკავებულია. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
“სპეცრაზმმა შენობა შტურმით აიღო და დააკავა მამაკაცი, რომელიც შენობის აფეთქებით იმუქრებოდა. მას თან ჰქონდა ყალბი ასაფეთქებელი მოწყობილობები“. – განუცხადეს „ტასს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში.
სპეცოპერაციის დროს არავინ დაშავებულა.
თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბანკში რამდენიმე პირი შეიჭრა, თუმცა, შემდეგ გაირკვა, რომ თავდამსხმელი მარტო იყო.
ცნობისთვის, მამაკაცი მოსკოვის ერთ-ერთ ცენტრალურ უბანში ბანკში შეიჭრა, მძევლები აიყვანა და შენობის აფეთქებით იმუქრებოდა.