ბაქარი რადიო თბილისის თანამშრომელი გახდა

ბუბა მირცხულავა, ახალგაზრდა მსახიობი, ბაქარის როლის შემსრულებელი ქართულ პოპულარულ სერიალში “ჩემი ცოლის დაქალები”  სამაუწყებლო კომპანია ჰერეთის რადიო “თბილისის” FM93.5 თანამშრომელი გახდა. 

ბუბა რადიოში მარკეტინგისა და გაყიდვების დეპარტამენტში, გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე იმუშავებს.

გარდა იმისა, რომ პოპულარული მსახიობია,ბუბა  Pr-ით და მარკეტინგითაა გატაცებული და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში, საზოგადოებრივი ურთიერთობების პირველ კურსზე სწავლობს.

19 წლის მსახიობი ამბობს, რომ მისთვის ახალი სამსახური საინტერესო და დიდი გამოწვევაა.

სამაუწყებლო კომპანია ჰერეთი თითქმის 20 წელია მედიაბაზარზე და ფლობს 3 რადიოსაგურს, ჰერეთს, თბილისს და Relaxwebradio – ს

რადიო თბილისმა FM93.5  დედაქალაქში მაუწყებლობა 2015 წლის 1 სექტემბერს დაიწყო. რადიო მსმენელს მრავალფეროვან მუსიკასთან და გადაცემებთან ერთად, მიუკერძოებელ ახალ ამბებს სთავაზობს.

 

 

 

 

მსგავსი პოსტები

Back to top button