მსოფლიოსიახლეები

ტრამპისთვის გაგზავნილ კონვერტში მომწამლავი ნივთიერება რიცინი აღმოაჩინეს

ამერიკის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისთვის თეთრ სახლში გაგზავნილ კონვერტში მომწამლავი ნივთიერება რიცინი აღმოაჩინეს. ამის შესახებ ინფორმაციას რამდენიმე უცხოური მედია, მათ შორის, CNN ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, საწამლავის იდენტიფიცირება ფოსტის სავალდებულო შემოწმების დროს მოხდა და, შესაბამისად, მას თეთრ სახლამდე არ მიუღწევია.

აშშ-ს სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებმა CNN-ს განუცხადეს, რომ გამოძიება ამ კონვერტის წარმომავლობას უკვე სწავლობს და არსებობს ეჭვი, რომ იგი კანადიდანაა გამოგზავნილი. ტრამპის ადმინისტრაციას აღნიშნულზე კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია.

მსგავსი პოსტები

Back to top button