ბაქოს სასამართლომ ხადიჯა ისმაილოვას 7,5 წლით პატიმრობა მიუსაჯა

ბაქოს სასამართლომ “რადიო თავისუფლების” ჟურნალისტს, ხადიჯა ისმაილოვას 7,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ჟურნალისტს გადასახადების თავიდან არიდებაში, უკანონო მეწარმეობაში, ძალაუფლების ბოროტად გამოყენებასა და ცილისწამებაში ადანაშაულებენ. თავად ხადიჯა ისმაილოვა მის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებებს უარყოფს და უსაფუძვლოს უწოდებს.

“რადიო თავისუფლების” ჟურნალისტი გასულ წელს ბაქოში დააკავეს. უფლებადამცველები აცხადებენ, რომ ისმაილოვას წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები პოლიტიკურად მოტივირებულია.

მსგავსი პოსტები

Back to top button