პატარა ჩემპიონების ვინაობა გაირკვა

თბილისის ჭადრაკის სასახლეში 8 წლამდე ასაკის ნორჩ მოჭადრაკეთა შორის თბილისის ჩემპიონატი დასრულდა .

გოგონათა შორის 7-დან 6 ქულით პირველობა მარიამ გვათუამ და ანა შერაზადიშვილმა გაინაწილეს. დამატებითი მაჩვენებლებით, ჩემპიონის წოდება წილად გვათუას ხვდა.

მესამე საპრიზო ადგილის ბედიც ბუჰგოლცის ცხრილით გაირკვა. 5 ქულა დააგროვეს და შემდეგნაირად განაწილდნენ: 3. ნატო ეთერია; 4. ლიზი ზარიძე.

8 წლამდე ბიჭებს შორის მხოლოდ ერთმანეთში შეხვედრა ფრედ დაასრულეს და დანარჩენ პარტიებში იმარჯვეს: ანდრია ელიკაშვილმა და დავით ლომთაძემ. თუმცა დამატებითმა მაჩვენებლებმა პირველი ადგილი ელიკაშვილს არგუნა. 6 ქულით მესამე საპრიზო ადგილზე ნიკოლოზ გაგუა გავიდა.

I ადგილებზე გასული ჭაბუკსა და გოგონას თანატოლთა შორის მსოფლიოს ჩემპიონატზე (18.10-31.10.2016 წ. ქ. ბათუმი) მონაწილეობის შემთხვევაში, თბილისის ჭადრაკის ფედერაცია ფიდეს სარეგისტრაციო შესატანებს დაუფინანსებს.

I-III ადგილზე გასული გოგონები და ჭაბუკები საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში 8 წლამდე გოგონათა და ჭაბუკთა შორის დაიშვებიან.

ყოველი 10 მონაწილიდან 1 ადგილი (შესაბამისად 15-20 მონაწილეზე 2 ადგილი, 25-30 მონაწილეზე 3 ადგილი, 35-40 მონაწილეზე 4 ადგილი და ა.შ.) დამატებით დაიშვება საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში 8 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის.

მსგავსი პოსტები

Back to top button