მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ბარაკ ობამა მხარს კამალა ჰარისს უჭერს

ბარაკ ობამამ საპრეზიდენტო არჩევნებში კამალა ჰარისის კანდიდატურას მხარი დაუჭირა. აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ და ყოფილმა პირველმა ლედიმ, მიშელ ობამამ კამალა ჰარისის მხარდასაჭერად ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც აღნიშნულია, რომ კამალა ჰარისს ის „ხედვა, ხასიათი და სიძლიერე აქვს, რომელსაც ეს კრიტიკული მომენტი მოითხოვს“.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ისინი კამალა ჰარისის ასარჩევად ყველაფერს გააკეთებენ.

“ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ამ არჩევნებში გაიმარჯვოთ და ოვალურ კაბინეტში მოხვდეთ” – უთხრა ობამამ ჰარისს, რომელსაც ვიდეოს მიხედვით მეუღლეც შეუერთდა.
„ჩვენ ეჭვი არ გვეპარება, რომ კამალა ჰარისს აქვს ის, რაც ამ არჩევნებში გამარჯვებისთვის არის საჭირო“, – ნათქვამია განცხადებაში.

ჰარისმა მადლობა გადაუხადა ობამას მხარდაჭერისთვის და ათწლეულების მანძილზე მეგობრობისთვის.

ყოფილმა პირველმა ლედიმ თქვა, რომ ამაყობს ჰარისით და მოელის, რომ მომავალი არჩევნები ისტორიული იქნება.
ამრიგად, ჰარისს მხარს უჭერს დემოკრატიული პარტიის ლიდერების აბსოლუტური უმრავლესობა. ოფიციალურად, ჰარისის კანდიდატურა პარტიის ყრილობამ აგვისტოში უნდა წარადგინოს. დემოკრატიულმა პარტიამ პრეზიდენტობის კანდიდატი ოფიციალურად უნდა აირჩიოს ყრილობაზე, რომელიც 19 აგვისტოს ჩიკაგოში გაიხსნება.

როდესაც პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კვირას განაცხადა, რომ ხსნიდა კანდიდატურას, მან მხარდაჭერა აღუთქვა ჰარისს, როგორც დემოკრატების კანდიდატს საპარლამენტო არჩევნებში. ოთხშაბათს, ოვალური კაბინეტიდან მოქალაქეებისთვის მიმართვის დროს ბაიდენმა თქვა, რომ სჯერა “საუკეთესო გზა არის ჩირაღდნის ახალი თაობისთვის გადაცემა” და ახლა “ახალი” და “ახალგაზრდა” ხმების დროა.

ობამას მხარდაჭერამდე რამდენიმე დღით ადრე, დემოკრატმა ლიდერებმა, მათ შორის სენატის უმრავლესობის ლიდერმა ჩაკ შუმერმა და პალატის უმცირესობის ლიდერმა ჰაკიმ ჯეფრისმა, საჯაროდ დაუჭირეს მხარი ჰარისს.

შეგახსენებთ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 21 ივლისს გამოაცხადა, რომ დემოკრატიული პარტიის და ქვეყნის ინტერესების გამო საარჩევნო მარათონს ეთიშება, პრეზიდენტად კენჭს აღარ იყრის და მხარს კამალა ჰარისის კანდიდატურას უჭერს.

აშშ-ის პრეზიდენტის არჩევნებში, რომელიც 5 ნოემბერს ჩატარდება, რესპუბლიკური პარტიის კანდიდატია ყოფილი პრეზიდენტი,78 წლის დონალდ ტრამპი. 22 ივლისს მან CNN-ს განუცხადა, რომ ჰარისს ბაიდენზე უფრო მარტივად დაამარცხებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button