მოზაიკა

ბარაქ ობამამ შოუ შესაძლოა Netflix-ზე დაიწყოს

ამერიკის შეერთებული შტატების რიგით 44-ე პრეზიდენტმა შესაძლოა მალე სატელევიზიო შოუს წამყვანად მოგვევლინოს. ამის შესახებ CNBC წერს.

როგორც მედიასაშუალება აღნიშნავს, ამ დროისთვის Netflix-თან მოლაპარაკებები მიმდინარეობს. საუბარია, რომ შოუს ელემენტებში ბარაქ ობამას მონოლოგები იქნება.

ბარაქ ობამას შოუ შთამაგონებელ ისტორიებზე იქნება დაფუძნებული ან პრეზიდენტის თეთრ სახლში ცხოვრების პერიოდში განვითარებულ მოვლენებზე მოგვითხრობს.

ჯერ უცნობია, როდის გამოჩნდება ბარაქ ობამას შოუ Netflix-ზე.

მსგავსი პოსტები

ასევე ნახე
Close
Back to top button