მნიშვნელოვანისიახლეები

ბარიერგადალახული ოპოზიცია”ქართული ოცნების” დამარცხების ერთ-ერთ მთავარ მექანიზმად საერთაშორისო ზეწოლას განიხილავს

ბარიერგადალახული ოპოზიცია, პროტესტიდან მეცამეტე დღეს, “ქართული ოცნების” დამარცხების ერთ-ერთ მთავარ მექანიზმად საერთაშორისო ზეწოლას განიხილავს. მმართველი გუნდის ოპონენტები სანქციებზე საუბრობენ, რომელიც მათი თქმით, ინდივიდუალურად სახელისუფლებო პარტიას და მასთან დაკავშირებულ პირებს უნდა დაუწესდეთ. ამისთვის, როგორც განმარტავენ თავად უკვე აქტიურად მუშაობენ, თუმცა, უფრო მეტი გააქტიურებისკენ ევროკავშირს მოუწოდებენ.

სახელისუფლებო გუნდს, ოპოზიციის მხრიდან მათი დასანქცირების მოთხოვნა არ უკვირს, “ქართულმა ოცნებამ” ოპონენტებს დღეს ის პერიოდიც შეახსენა, როდესაც, მათი თქმით, ოპოზიცია საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების წინააღმდეგიც კი იყო. მმართველ პარტიაში ფიქრობენ, რომ თუკი ევროკავშირი სახელისუფლებო გუნდზე ზეწოლის ამ ფორმას აირჩევს – ეს უსამართლო გადაწყვეტილება იქნება.

გიორგი გახარიას გუნდი კიდევ ერთ მექანიზმზე საუბრობს – ეს არჩევნების შედეგების არ აღიარებაა. გახარიამ ამასთან დაკავშირებით ერთ-ერთ მედია ეთერში ისაუბრა და თქვა, რომ ეს შტატების ახალი ადმინისტრაციის ოფიციალურად დაკომპლექტებამდე უნდა შენარჩუნდეს.

სახელისუფლებო გუნდის თქმით, გიორგი გახარიას განცხადებით, გამოაშკარავდა, რომ მათ ოპონენტებში ტრამპის ადმინისტრაცია წინასწარ, უკვე შიშს იწვევს. “ქართულ ოცნებაში” დღეს კიდევ ერთხელ თქვეს, რომ ვერავინ საქართველოში არეულობასა და ქაოსს ვერ გამოიწვევს.

დედაქალაქში პროტესტი უკვე 13 დღეა მიმდინარეობს. ქუჩის აქციების დაწყების დღიდან ოპოზიციის მხრიდან აქტიურად ისმის საუბარი ხელახალ არჩევნებზე და საერთაშორისო ზეწოლის გაძლიერებაზე.

მსგავსი პოსტები

Back to top button