სპორტი

ბარსელონა და ბოკა ხუნიორსი დიეგოს თასისთვის იბრძოლებენ

დიეგო არმანდო მარადონას გარდაცვალების ერთი წლისთავზე, მიმდინარე წლის 14 დეკემბერს არგენტინული ბოკა ხუნიორსი და ესპანური ბარსელონა ამხანაგურ მატჩში შეხვდებიან ერთმანეთს.

„დიეგოს თასი’ ლეგენდის ხსოვნას მიეძღვნება და ნეიტრალურ სტადიონზე, საუდის არაბეთის დედაქალაქ ელ-რიადში ჩატარდება.

აღსანიშნავია, რომ თამაშგარედ აღმოჩნდა „ნაპოლი“, სადაც მარადონამ კარიერის საუკეთესო 7 წელი (1984-1991) გაატარა. „ბოკაში“ სულ რაღაც 4 წელი ითამაშა, 1981-1982 და 1995-1997 წლებში.

კატალონიური ბარსელონას ღირსებას კი დიეგო მხოლოდ 1982- 1984 წლებში იცავდა.

შეგახსენებთ, რომ დიეგო მარადონა 2020 წლის 25 ნოემბერს, საკუთარ სახლში 60 წლის ასაკში გარდაიცვალა.
გავრცელებული ინფორმაციით, დიეგოს გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევა გახდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button