კრიმინალიმსოფლიო

20 000-მა მსჯავრდებულმა თაღლითობის შედეგად 140 მილიონი დოლარი მიითვისა

კალიფორნიაში პატიმრებმა პანდემიის შედეგად უმუშევრად დარჩენილი მოქალაქეების კომპენსაციები მიისაკუთრეს. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია „ევრონიუსი“ ავრცელებს.
შტატის პროკურატურაში მომხდარი შტატის ისტორიაში სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხების უკანონოდ მითვისების ყველაზე მასშტაბურ შემთხვევად შეაფასეს.
როგორც იუწყებიან, უმუშევრად დარჩენილი მოქალაქეებისთვის გამოყოფილი ასობით მილიონი დოლარი პატიმრებს უკვე ჩაერიცხათ. აღმოჩენილია, უმუშევრობის კომპენსაციის ათასობით მოთხოვნა, რომელიც პატიმრების სახელითაა გაგზავნილი.

გამოძიების ცნობით, 20 000-მა მსჯავრდებულმა თაღლითობის შედეგად 140 მილიონი დოლარი მიითვისა. თუმცა, როგორც ვარაუდობენ, თაღლითობის მასშტაბი, შესაძლოა გაცილებით დიდი იყოს. მათ შორის არის 130 სიკვდილმისჯილი პატიმარი, რომელებმაც ბიუჯეტიდან 420 000 დოლარი მიიღეს.

გამოძიების ცნობით, პატიმრებმა ისარგებლებს კალიფორნიის შტატის ხელისუფლების შეცდომით, რომელიც უმუშევრობის კომპენსაციის მისაღებად შევსებული განცხადებაში დაფიქსირებულ პირადობის მოწმობის ნომრებს, მსჯავრდებულთა მონაცემებს არ ადარებდნენ.
კალიფორნიის გუბერნატორმა მომხდარს მიუღებელი უწოდა და ამ საკითხის სწრაფად გადაჭრის პირობა დადო.

მსგავსი პოსტები

Back to top button