სპორტი

ბარსელონა მწვრთნელად ტიერი ანრის დანიშვნას გეგმავს

მას შემდეგ,რაც ესპანეთის ჩემპიონატის და ევროპული ლიგის ტურნირები კატასტროფულად დაიწყო,- კატალონიური ბარსელონას ხელმძღვანელობამ მწვრთნელის შეცვლაზე დაიწყო ფიქრი.

კლუბში კიდევ ერთხელ გაჟღერდა ბარსელონას ყოფილი ფეხბურთელის, ტიერი ანრის სახელი. თავდაპირველად, 2017 წელს გუნდის დამრიგებლის პოზიციაზე ანრის კანდიდატურა იხილებოდა, თუმცა მაშინ ბარსა ერნესტო ვალვერდემ ჩაიბარა.

ამ დროისთვის ტიერი ანრი ბელგიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტია. ბარსელონაში არც იმას გამორიცხავენ, ფრანგი სპეციალისტი აქაც ასისტენტად დანიშნონ იმ შემთხვევაში თუ გადაწყვეტენ, რომ კლუბი, ბელგიის ნაკრების თავკაცს რობერტო მარტინესს ჩააარონ.

შეგახსენებთ, რომ 44 წლის ტიერი ანრი ბარსელონას ღირსებას 2007-10 წლებში იცავდა და ლა ლიგის 80 მატჩში 35 გოლი აქვს გატანილი.

ამ დროისთვის, ლა ლიგის სატურნირო ცხრილში ბარსელონა 8 ქულით მე-8 ადგილზეა. ამას ემატება ჩემპიონთა ლიგაზე ბაიერნთან მშრალი ანგარიშით წაგებული მატჩი და ბუნებრივია, რომ კლუბის ადმინისტრაციამ რონალდ კუმანის ჩანაცვლებაზე იფიქრა.

მსგავსი პოსტები

Back to top button