მნიშვნელოვანისიახლეები

საკადრო გადაადგილება “ნაციონალურ მოძრაობაში”

საკადრო გადაადგილება “ნაციონალურ მოძრაობაში” – მთავარი ოპოზიციური პარტია ცვლილებებს პოლიტიკური საქმიანობის გაძლიერებითა და გაჯანსაღებით ხსნის.

სხვა ოპოზიციურ პარტიებში კი თვლიან, რომ ცვლილებები პარტიის შიდა საქმეა, მიზანი კი, პარტიაში მიხეილ სააკაშვილის პოზიციების განმტკიცებაა.

“ნაციონალურ მოძრაობაში” საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება გუშინ პოლიტსაბჭოს სხდომაზე მიიღეს.
თავმჯდომარის თანამდებობაზე ნიკა მელია კობა ნაყოფიამ ჩაანაცვლა, გენერალური მდივნის პოზიცია პეტრე ცისკარიშვილმა დაიკავა.

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი ბაჩო დოლიძის ხმა

მმართველი გუნდი “ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში” ცვლილებებს, შიდა პარტიულ დაპირისპირებებს უკავშირებს. “ქართულ ოცნებაში” ამბობენ, რომ მათი ბოლო პერიოდის არათანმიმდევრული და ქაოტური ნაბიჯები პარტიის თვით განადგურებას ემსახურება.

ხელისუფლების წარმომადგენლები თვლიან, რომ მათ ოპონენტებს პოლიტიკური სტრატეგიის შემუშავების მიმართულებით, პრობელემები აქვთ.

ირაკლი ქადაგიშვილის და ნინო წილოსანის ხმა

მსგავსი პოსტები

Back to top button