ბარსელონაში სექს-თოჯინების საროსკიპო გაიხსნა [VIDEO]

ბარსელონის ცენტრში, კერძო ბინაში, ევროპაში პირველი საროსკიპო გაიხსნა, სადაც კლიენტებს ცოცხალი ქალების ნაცვლად სილიკონის თოჯინები მოემსახურებიან. ინფორმაციას The Local ავრცელებს.

საროსკიპოს საიტზე, რომლის მისამართია http://www.lumidolls.com/
, აღნიშნავენ, რომ კლიენტებს ჯერჯერობით მხოლოდ 4 თოჯინა მოემსახურება – 2 აზიელი, ქერა და ფერადკანიანი.

ინტიმური შეხვედრებისთვის გამოყოფილია საგანგებოდ განათებული ოთახები ტელეეკრანებითურთ, სადაც პორნოფილმების დემონსტრირება ხორციელდება. ერთი სეანსის ფასი 80 ევროს შეადგენს.

საროსკიპოს მეპატრონეები თოჯინების სტერილობის გარანტიას იძლევიან, მაგრამ კლიენტებს პრეზერვატივების გამოყენებას მაინც ურჩევენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button