მნიშვნელოვანიმსოფლიო

ბარსელონაში შეტაკებები არ წყდება

ორი დღეა ბარსელონაში დემონსტრანტებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკებები არ წყდება. კატალონიის დამოუკიდებლობის მომხრეები ქალაქის ქუჩებში ისევ გამოვიდნენ და სამთავრობო შენობებში შეჭრა სცადეს.

მომიტინგეებმა ნაგვის ურნებს ცეცხლიც წაუკიდეს. სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს. დაშავდა 9 ადამიანი, 4 კი დააკავეს.
არეულობის მორიგი ტალღა ბარსელონაში მას შემდეგ დაიწყო, რაც უზენაესმა სასამართლომ კატალონიის 9 ყოფილ ლიდერს განაჩენი გამოუტანა. ამბოხის მოწყობისთვის მათ 9-დან 13-წლამდე პატიმრობა მიუსაჯეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button