სპორტი

გოგა ბითაძის „პეისერსმა“ ლიდერ „ფილადელფიას“ სძლია და სატურნირო მდგომარეობა გაიმყარა

გოგა ბითაძის „ინდიანა პეისერსმა“ სეზონზე, თავის 69-ე შეხვედრაში აღმოსავლეთის კონფერენციის ლიდერი „ფილადელფია“ დაამარცხა.

საკალათბურთო მატჩი 103: 94 დასრულდა. ბითაძის კლუბისთვის ეს შედეგი სეზონზე 33-ე გამარჯვებაა.

პეისერსმა მოპოვებული ქულის შედეგად აღმოსავლეთ კონფერენციის სატურნირო ცხრილში მე-9-დან მე-8 ადგილზე გადაინაცვლა. ამასთან ერთად, საპლეიოფო გადათამაშებაში ადგილიც გაინაღდა.

ქართველმა ლეგიონერმა პარკეტზე 18 წუთი დაჰყო. ამ დროში მან 4 ქულა, 2 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა და 2 დაფარება მიითვალა.

რეგულარული ეტაპის დასრულებამდე „ინდიანას“ 3 მატჩი დარჩა ჩასატარებელი. გუნდი უახლოეს შეხვედრას „მილუოკის“ წინააღმდეგ 14 მაისს გამართავს.

მსგავსი პოსტები

Back to top button