სპორტ-ნიუსისპორტი

ბასილაშვილი ისევ ციციპასს შეხვდება. სიდნეის ტურნირი გრძელდება

სიდნეიში გრძელდება წლის პირველი საჩოგბურთო ტურნირი,სადაც საქართველოს ნაკრებს ჯგუფიდან გასვლის შანსი უკვე დაკარგული აქვს.

დასკვნით ეტაპზე საქართველოს ნაკრებს ისევ შეუერთდება გუნდის ლიდერი ნიკოლოზ ბასილაშვილი.

როგორც იცით,ბასილაშვილმა არგენტინასთან ითამაშა,პოლონეთთან,შეუძლოდ ყოფნის გამო შეხვედრა გამოტოვა,მაგრამ ახლა საბერძნეთთან კვლავ ითამაშებს და მისი მეტოქე 5 იანვარს,სწორედ სტეფანოს ციციპასი იქნება

ATP 2022-ის თასზე ვაჟებში 5 იანვრის 10:30 საათზე პირველად ალექსანდრე მეტრეველი გამოვა კორტზე.დაახლოებით 12 საათზე კი ქვეყნის პირველი ჩოგანი დადგება ლეგენდარული ბერძენის პირისპირ

შეგახსენებთ, რომ ციციპასსა და ბასილაშვილს ამ დრომდე სამი შეხვედრა აქვთ ჩატარებული,საიდანაც 2 :1 ბალანსით ბერძენი იგებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button