სპორტი

ბასილაშვილი მეითხედფინალშია და იან-ლენარდ შტრუფს შეხვდება

საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი იტალიის ქალაქ კალიარის 250 ქულიანი ტურნირის პირველ წრეში კორტზე არ გასულა. მეორე წრეში 128-ე ნომრად განთესილ სლოვაკ იოზეფ კოვალიკს დაუპირისპირდა და 4:6, 6:4, 7:5 დაამარცხა.

თამაში 3 საათს გაგრძელდა.

მეოთხედფინალში, ლაივ რეიტინგის 37-ე ნომერი ქართველი, გერმანელ იან-ლენარდ შტრუფს შეხვდება.

შტრუფი ტურნირზე მეხუთე ნომრადაა განთთესილი.

მეტოქეები ერთმანეთს აქამდე ხუთჯერ დაუპირისპირდენ და ბასილაშვილის ანგარიშზე 2 გამარჯვებაა.

შტრუფის და ბასილაშვილის შეხვედრა ხვალ, 9 აპრილს, თბილისის დროით 13 საათზე დაიწყება.

მსგავსი პოსტები

Back to top button