მნიშვნელოვანი
ბასილაშვილი პეკინის ტურნირის ნახევარფინალში გავიდა
![](https://heretifm.com/wp-content/uploads/2018/10/nikoiloz-basilashvili-14052016-02103123.jpg)
ქართველმა ჩოგბურტელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ტუნისელი მალეკ ჯაზირი ანგარიშით 6:2; 6:2 დაამარცხადა და ჩინეთის დედაქალაქ პეკინში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის ნახევარფინალში გავიდა.
ქართველმა ჩოგბურთელმა, ამ ტურნირზე ზედიზედ მეორედ მოახერხა მეტოქის ორ სეტში დამარცხება – მანამდე, ბასილაშვილმა ესპანელ ფერნანდო ვერდასკოს სძლია (7:6 (3), 6:4); პირველ წრეში კი მსოფლიოს მე-17 ჩოგანი ჯეკ სოკი დაამარცხა ანგარიშით 6:7(6), 7:5, 6:2.
ქართველი ჩოგბურთელის შემდეგი მეტოქე ბრიტანელი კაილ ედმუნდი იქნება, რომელიც მსოფლიო რეიტინგში მე-16 პოზიციაზე იმყოფება.
500 სარეიტინგო ქულიანი (ATP) ტურნირის საპრიზო ფონდი 4 658 510 დოლარია.