ბასილაშვილმა ძირითად ბადეშიც იმარჯვა

ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი წარმატებულ სვლას განაგრძობს საფრანგეთის ქალაქ მეცში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე (საპრიზო ფონდი 520 070 ევრო).

შეგახსენებთ, რომ ბასილაშვილმა თამაში კვალიფიკაციიდან დაიწყო, ძირითად ბადეში გასულმა კი ასევე კვალიფიკანტ გრეგუარ ბარერეს (საფრანგეთი) 5:7, 7:5, 6:2 სძლია.ამ გამარჯვების წყალობით, ბასილაშვილმა, რომელიც პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის (ATP) რეიტინგში 106-ე ადგილზეა, 32 ქულა შეიმატა. მერვედფინალში ნიკოლოზის მეტოქე მსოფლიოს 37-ე ჩოგანი ჟილ მიულერი (ლუქსემბურგი) იქნება, რომელმაც არგენტინელ ჰორაციო ზებალიოსს 7:6 (7:5), 7:5 სძლია.

მსგავსი პოსტები

Back to top button