რუსეთის რამდენიმე ქალაქში უკრაინის მხარდამჭერი აქციები იყო

ყაზანში ადგილობრივმა მოსახლეობამ ლენინსკის ბაღში უკრაინის დანგრეული ქალაქების ფოტოები და ომის საწინააღმდეგო ნიშნები მიიტანა, იუწყება ტელეგრამის არხი – Avtozak LIVE.წერს TV2 წერს, რომ ტომსკში გამოჩნდა უკრაინისადმი სოლიდარობის სპონტანური მემორიალი. რუსეთის შორეული აღმოსავლეთის ქალაქებში პოლიციამ დაიწყო იმ აქტივისტების დაკავება, რომლებიც უკრაინაში რუსეთის შეჭრის წლისთავს ერთკაციანი პიკეტებია და მდუმარე აქციებით აპროტესტებენ.
ხაბაროვსკში პოლიციელებმა დააკავეს აქტივისტი ნიკოლაი ზოდჩი, რომელთანაც, როგორც „სიბირ. რელიი“ იუწყება, პოლიციის განყოფილებაში „პროფილაქტიკური“ გასაუბრება გამართეს და მოგვიანებით გაათავისუფლეს.
მანამდე ზოდჩი პოლიციამ არაერთხელ დააკავა სამობილიზაციო ასაკის ცვლილების პროექტის საწინააღმდეგო, პოლიტიკოს ილია იაშინის მხარდამჭერი და პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით ჩატარებული პიკეტების გამო.
ამავდროულად, პოლიციამ დაიწყო მორიგეობა ქალაქის იმ ადგილებში, სადაც მოსახლეობას საპროტესტო აქციაზე წასვლა შეუძლია. ხაბაროვსკში დააკავეს აქტივისტი, რომელიც ომის წლისთავზე პიკეტზე წავიდა.
ვლადივოსტოკში ასევე დააკავეს პიკეტის მონაწილე პირი პლაკატით “ნუ იბრძვი”. როგორც ცნობილია, ორივე აქტივისტი პოლიციიდან ოქმის შედგენის გარეშე გაათავისუფლეს.
დღესვე პოლიციამ ვლადივოსტოკში დააკავა ადგილობრივი მკვიდრი, რომელიც ცენტრალურ მოედანზე ანტისაომარი პლაკატით მივიდა. OVD-Info-ს თანახმად, დაკავებული გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში და გასაუბრების შემდეგ სამართალდარღვევის ოქმის გარეშე გაათავისუფლეს.
სანქტ-პეტერბურგში მინიმუმ 15 ადამიანი დააკავეს, რომლებმაც უკრაინის მხარდასაჭერად ტარას შევჩენკოს ძეგლთან ყვავილები მიიტანეს/ ინფორმაციას ОВД-Инфо ავრცელებს.
ამასთან, კიდევ სამი ქალი მოსკოვში, ლესია უკრაინკას ძეგლთან დააკავეს. სამი ადამიანი დააკავეს ეკატერინბურგშიც.
მედიის ინფორმაციით, დაკავებები ხორციელდება რუსეთის სხვა ქალაქებშიც, მათ შორის ირკუტსკში, კოროლევსა და ბარნაულში.
24 თებერვალს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო შემოჭრის დაწყებიდან ერთი წელი შესრულდა.
იმ ფონზე, როდესაც რუსეთი ბრძოლის ველზე წარუმატებლობას განიცდის, ხელისუფლებამ მიიღო კანონი არმიის შესახებ ყალბი ინფორმაციების გავრცელებისა და “დისკრედიტაციის” შესახებ, რაც სამართალდამცველებს აძლევს იმ მოქალაქეების დევნის უფლებას, რომლებიც საჯაროდ ეწინააღმდეგებიან უკრაინაში მიმდინარე ომს.