სპორტი

ბასილაშვილმა იუბენქსს 2 სეტში მოუგო. ინდიან ველსის მასტერსი

კალიფორნიაში ინდიან ველსის მასტერსმა სტარტი აიღო და ქართველმა ჩოგბურთელმა ტურნირი გამარჯვებით დაიწყო.

11 ოქტომბერს, გამთენიისას ნიკოლოზ ბასილაშვილი ამერიკელ კრისტოფერ იუბენქსს შეხვდა და მეტოქე იოლად, 2 სეტში, 6:3; 6:4 დაამარცხა.

პირველ სეტს ქვეყნის პირველი ჩოგანი სრულად აკონტროლებდა და თავისი მოწოდება არ ჩაუგდია. სეტი ბასილაშვილმა 44 წუთში დაასრულა.

მეორე სეტი არ წაუვიდა ნიკოლოზს, თუმცა 5-დან 3 ბრეიკ-პოინტი გამოიყენა და საქმე გამარჯვებამდე მიიყვანა.

მომდევნო წრეში ნიკოლოზ ბასილაშვილის მოწინააღმდეგე ესპანელი ალბერტ რამოს-ვინოლასი იქნება.

33 წლის ბარსელონელი 48-ე ჩოგანია და პირველ წრეში მანაც დამაჯერებლად, ორ სეტში გაიმარჯვა კანადელ ფელიქს ოგერ-ალიასიმთან.

მსგავსი პოსტები

Back to top button