ბასილაშვილმა მოიგო
უიმბლდონის მეორე წრეში ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ესპანელ ფელიციანო ლოპესის დამარცხება 5 სეტში – 7:5, 3:6, 6:3, 2:6, 6:4 მოახერხა.
ქართველი სპორტსმენის შემდეგი მეტოქე ასევე ესპანელი ბაუტისტა აგუტი იქნება და თუ ნიკოლოზმა ეს ბარიერიც გადალახა, შესაძლოა, ლეგენდარულ შვეიცარიელ როჯერ ფედერერთან მოუწიოს დაპირისპირება, რომელიც ავსტრალიელ სამუელ გროტს შეხვდება.
23 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა ფინალში გასვლით 90 ქულა და 77 ათასი ფუნტი სტერლინგი გამოიმუშავა.