კრიმინალიმნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

ახალი დეტალები გიორგი შაქარაშვილის საქმეში

“ამირხანაშვილმა ამოიცნო ზ.ხ.”

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმის მოწმემ, გურამ ამირხანაშვილმა არასრულწლოვანი ზ.ხ. ამოიცნო.

ეს ზ.ხ-ს ადვოაკტმა, გიორგი გელხაურმა ჟურნალისტებს უთხრა. მისი თქმით, ამირხანაშვილმა მოწმე ნახა 19 ივნისის ღამეს, მანქანაში და შემდეგ პოლიციის განყოფილებაში.

“ამირხანაშვილმა ამოიცნო ზ.ხ. მან ასევე თქვა, რომ ზ.ხ. ნანახი ყავს პოლიციაში, რომელმაც მას მისცა ნამცხვარი, იმიტომ რომ მშიერი იყო. ეს ასახულია ოქმში და ხელი არის მოწერილი.

“ამირხანაშვილმა თქვა, რომ ზ.ხ. მანქანაშიც ნანახი ყავს. მას არ უთქვამს, რომ ზ.ხ.-მ რამე შეურაცხყოფა მიაყენა.” – თქვა გელხაურმა.

დღესვე უწყებაში ვიდეომასალის დასათვალიერებლად დაბარებულია ანა გაბეჩავა და დიჯეი კოკო ღიბრაძე.

„შეიძლება, თავისივე მეგობრებმა სცემეს”

უწყებაში შესვლამდე, კომენტარი გააკეთა ასევე, არასრულწლოვნის მამამ, თამაზ ხომასურიძემ, რომელიც ამბობს, რომ გიორგი შაქარაშვილი შესაძლოა, თავისივე ძმაკაცებს ეცემათ და ამ ვერსიას არავინ განიხილავს.

„შეიძლება, თავისივე მეგობრებმა სცემეს, რადგან არ მიეხმარა მათ ჩხუბში, აშველებდა და შემდეგ გაიქცა. რა თქმა უნდა, ამირხანაშვილი ჩემს შვილს ამოიცნობს, ის ჩემი შვილის მანქანაში იყო, როდესაც ჩამოიყვანეს. ჩემი შვილი ყვება, რომ აგარაკზე მისვლის შემდეგ გადავიდა მანქანიდან, სხვა ბიჭები გაიქცნენ და სად გაიქცნენ, ვერ დაინახა. გური ამირხანაშვილი უკანა გზაზე ნახეს. უყვებოდა, ის ბიჭი საერთოდ არაფერ შუაში არ იყოო და ნერვიულობდა. თუ ოჯახს აწყობს, რომ უდანაშაულო ხალხი დაისაჯოს, კი ბატონო, მაგრამ ოჯახმა უნდა იპოვოს ის, ვინც მართლა დააშავა.” – აღნიშნა თამაზ ხომასურიძემ.

“გაბოროტებული ვარ”

გიორგი შაქარაშვილის საქმიდან ინსტაგრამმიმოწერა გაქრა. სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიერ აღდგენილ გზავნილებში, საბედისწერო ღამის ერთ-ერთი ფიგურანტი, არასრულწოვანი ნ.ხ. მეგობარს, ნიკა ნათენაძეს შურისძიებაზე ესაუბრება და მკვლელობით ემუქრება ახალგაზრდებს, ვინც მას ფიზიკურად გაუსწორდა.

ეს მიმოწერა ახალგაზრდებმა წაშალეს, თუმცა სპეციალისტებმა მისი გაშიფვრა შეძლეს და სწორედ ამის გამო, 21 ივლისს გამოკითხეს კიდეც.

მეგობართან მიმოწერაში, ნ.ხ. ამბობს, რომ თავი ჰქონდა გატეხილი და 4 კოპი აღენიშნებოდა. “მე ამათმა გამდოლეს.” – ამბობს ის და დასძენს, რომ გაბოროტებულია და არავის შეარჩენს.

ნ.ხ. – ეს და ის მე რომ გამლახეს, ესენი იყვნენ. იტოკში ესენი არ უცემიათ ჟვანოს და ბიჭებს. სხვები იყვნენ. მე ამათმა გამდოლეს.

ნ.ნ. – ეს აკვაპარკში იჩითება ხოლმე. ამათ ვნახავ გაიჩითებიან გეუბნები.

ნ.ხ. სად ველოდო აკვაპარკს? თავი ხო გატეხილი მაქვს და 4 ადგილას კოპი მქონია, ახლა ვნახე, უკნიდან მტენეს ქვა ეგრევე.

ნ.ნ. – აწი აღარ დადგე ვინმეს წინ ან მარტო.

ნ.ხ. – აბა რა მექნა, გაბოროტებული ვარ.

ნ.ნ. – თავში ესროლე.

ნ.ხ. – თავს ნუ მახსენებ, თავბრუ მეხვევა, მაიკას მოშორდეს სისხლი, თორე დაენძრევათ.

ნ.ნ. – ვერ გაასწრეს იმათმა, მიადგნენ ესენი. რაგბისტები წაუყვანიათ თუ ვიღაცა, არ ვიცი, ერთი ცემესო და გაიქცევიან ყველანი, მიმოიფანტნენ და მერე ეს ბიჭი ვეღარ იპოვეს.

ნ.ხ. – ვინ რაგბისტებიო, არავინ ყოფილა რაგბისტი. არ ვიცი საიდან მოქვთ.

ნ.ნ. – არ ვიცი, იმ ბიჭების ნათქვამია, ალბათ გიგა რომ დაინახეს დიდი, მაგაზე თქვეს ალბათ.

ნ.ხ. – ხოდა გიგას არ უჩხუბია მგონი ვაფშე.

ნ.ხ. – დამიჭირეს.

ნ.ნ. – იქ გავალ და რამეს ვიზამ, მოგიხერხებ რამეს.

აღსანიშნავია, რომ როგორც არასრულწლოვანმა დაკითხვისას თქვა, არც მიმოწერის შინაარსი ახსოვს და არც ის, თუ ვის სწერდა.

“გადმოვიდა ერთი ხუთი კაცი, რკინის რაღაცები ეჭირათ”

საქმის მასალებში იაკობ ბრეგვაძის მიმოწერაც დევს, სადაც ფოტოგრაფი საბედისწერო დაბადების დღის არასრულწლოვან სტუმარს უყვება, თუ როგორ დაესხნენ მას თავს.

ბრეგვაძე მიმოწერაში ამბობს, რომ “ნახალოვკელებმა” საბურთალოელებს საქმის გასარკვევად შეხვედრა საბედისწერო ღამის მეორე დღეს დაუთქვეს, ნომრები ჩაიწერეს, თუმცა, როგორც ჩანს, ვითარება შეიცვალა და იმ დღესვე გაუსწორდნენ.

“ჩხუბი ვისთანაც მოუვიდათ ტიპებს, ეგ ტიპები მოვიდნენ ჩვენთან, როცა ვიდექით და ტაქსის ველოდებოდით. ორი ტიპი მოვიდა, გვითხრა თქვენ ნომერს ჩავიწერთ და ხვალ დავილაპარაკოთო. მე რომ ფეხით, თბილისისკენ წამოვედი, ტაქსი არ მოდიოდა იქ… ესენი უკან მოგვყვებოდნენ. ამათმა თურმე გადარეკ-გადმორეკეს. მანქანა მოვიდა, გადმოვიდა ერთი ხუთი კაცი, რკინის რაღაცები ეჭირათ, გადმოვიდნენ და ჩხუბი დაიწყეს. ყველა გავიქეცით იქით-აქეთ. მე რაღაც ღობეზე გადავხტი და დავიმალე, ისე რომ ვაფშე ვერ მიხვდნენ სად დავიმალე… როცა მორჩა ყველაფერი გავედი მე. დავურეკე ბარბარეს ნომერი მოეცა ვისთან ერთადაც ვიყავი, ნომერი არ მოუცია, ვერ დავუკავშირდი იმათ ვაფშე… მე არაფერი არ ვიცი, მარიამს დაურეკე, მე ახლა მივდივარ სახლში.” – ამბობს ხმოვან შეტყობინებაში ფოტოგრაფი.

გიორგი შაქარაშვილის ცხედარი 22 ივნისს, ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, მდინარე არაგვში იპოვეს. საქმეზე 17 ადამიანია დაკავებული, მათ აქამდე მხოლოდ ჯგუფურ ძალადობას, ძალადობის ორგანიზებასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავებოდნენ.

ექსპერტიზის დასკვნით, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით. ექსპერტიზისავე თქმით, სიკვდილამდე შაქარაშვილს არაერთი დაზიანება მიაყენეს, მათ შორის, ბლაგვი საგნით.

ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფური განზრახ მკვლელობის მუხლითაც დაიწყო. 109-ე მუხლის მეორე ნაწილი 13-დან 17 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button