ბათირაშვილის ლიკვიდაციის შესახებ ინფორმაცია არ დასტურდება
„ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი ლიდერის, პანკისელი თარხან ბათირაშვილის ლიკვიდაციის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია არ დასტურდება.
ლონდონში ბაზირებული სირიის ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრის ინფორმაციით, შეერთებული შტატების მიერ განხორციელებული ავიაიერიშის შედეგად, ომარ ალ-შიშანი მძიმედ დაიჭრა და მიმალვაშია.
პენტაგონმა, თარხან ბათირაშვილისა და მისი მებრძოლების ლიკვიდაციის მიზნით, ოპერაცია 4 მარტს, სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთით განახორციელა. თავდაცვის უწყება ვარაუდობდა, რომ საჰაერო იერიშს ბათირაშვილიც ემსხვერპლა.