ბათუმამდე მატარებლით მგზავრობის ფასი შესაძლოა გაიზარდოს

თბილისი-ბათუმის მატარებლით ზაფხულის სეზონზე მგზვარობა შესაძლოა გაძვირდეს.

ინფორმაციას „ბათუმელები“ ავრცელბს. წინასწარი ინფორმაციით, მგზავრობის საფასური შესაძლოა 60 ლარამდე გაიზარდოს.

“საქართველოს რკინიგზაში” ამბობენ, რომ სეზონური ფასები ივლისის თვის დასაწყისიდან 15 სექტემბრამდე იმოქმედებს, ხოლო წლის დანარჩენ პერიოდში – არასეზონური ფასები.

დღეს, “საქართველოს რკინიგზამ” ბათუმის მიმართულებით, მგავრების რაოდენობის მატების გამო, დამატებითი რეისის დანიშვნაზე ინფორმაცია გაავრცელა.

მსგავსი პოსტები

Back to top button