ბათუმი ქვიშის რაგბის ფესტივალს უმასპინძლებს

25-26 ივლისს ბათუმის ქვიშის მოედანი ქვიშის რაგბის 2-დღიან ტრადიციულ ფესტივალს უმასპინძლებს, სადაც მონაწილეობას 10 სამოყვარულო გუნდი მიიღებს, მათ შორის იქნება ბრიტანელ მორაგბეთა გუნდი – “ბრიტანელი ბულდოგები.

ქვიშის რაგბის ფესტივალი 25 ივნისს 15:00 საათზე დაიწყება, 16:00 საათზე დაგეგმილია ტურნირის გახსნის ცერემონიალი, 26 ივლისს კი ფინალური ეტაპის შეხვედრები ჩატარდება.

ქვიშის რაგბის ფესტივალი 2015-ის მონაწილე გუნდები

1) ბრიტანელი ბულდოგები
2) ქართველი ბულდოგები
3) მეკობრეები
4) პროკრედიტბანკი
5) ბანკი რესპუბლიკა
6) სპორტის სამინისტრო
7) ვითიბი
8) ლოკომოტივი
9) დევები 1
10) დევები 2

მსგავსი პოსტები

Back to top button