ბათუმის ბულვარში წიგნის ფორმის სუვენირების ჯიხურები დაიდგმება

ხელნაკეთი სუვენირების ჯიხურები ბათუმის ბულვარში ივნისიდან შეიცვლება და ძველ კონსტრუქციებს, წიგნის ფორმის დიზაინის ჯიხურები ჩაანაცვლებს. ახალ კონსტრუქციას, სიმბოლურად, ბულვარის დაარსების თარიღი – boulvard 1881 აწერია.

ჯიხურების დიზაინი, ბულვარის ადმინისტრაციის დიზაინერ სალომე შავაძეს ეკუთვნის. ესკიზის მიხედვით, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ „ხარება 2016“ 30 ჯიხური 96 ათას ლარად დაამზადა. თითოეულის ღირებულება 3200 ლარია. „წიგნები“ ძველი ბულვარის ტერიტორიაზე ერთ თვეში დაიდგმება.

სუვენირებით მოვაჭრეები ჯიხურებში ვაჭრობის უფლებას აუქციონში გამარჯვების შემდეგ მოიპოვებენ.

ინფორმაციის წყარო

მსგავსი პოსტები

ასევე ნახე
Close
Back to top button