სპორტი

ბათუმის „დინამომ“ გულშემატკივრების იმედი გაამართლა

ეროვნული ჩემპიონატის მე-12 ტურის ცენტრალური შეხვედრა ქვეყნის მოქმედ და ვიცე-ჩემპიონებს შორის 15 წლიანი პაუზის შემდეგ ახლადგარემონტებულ ბათუმის სტადიონზე შედგა.

თბილისის „დინამო“ ბათუმის „დინამოს“ სტუმრობდა და 6 ათასმა მაყურებელმა ულამაზესი შეხვედრა იხილა.

მატჩი ბათუმელთა გამარჯვებით 1:0 დასრულდა.

42-ე წუთზე გატანილი გოლის ავტორი ჯაბა ჯიღაური გახდა.

ამ გამარჯვებით ბათუმელებმა 25 ქულა მოაგროვეს. მიუხედავად იმისა, რომ თბილისის დინამოსაც 25 ქულა აქვს, – ბათუმი მეტი მოგებით უსწრებს. ამ ეტაპზე სატურნირო ცხრილის სათავეში ქვეყნის ვიცე-ჩემპიონია.

თამაშზე ერთი რეკორდიც დაფიქსირდა. საქართველოს ყველაზე ტიტულოვანმა კლუბმა, თბილისის „დინამომ“ საიუბილეო, მე-1000-ე მატჩი ჩაატარა.

რაც შეეხება ბათუმელებს, მათ საკმაოდ ემოციურად აღნიშნეს გამარჯვება, გალიდერება და ახალი, ევროპული სტანდარტის მქონე სტადიონის გახსნა.

მსგავსი პოსტები

Back to top button