სინგაპურში ცეცხლოვანი ცისარტყელა დააფიქსირეს [VIDEO]

სინგაპურის მოსახლეობა 15 წუთის მანძილზე უჩვეულო ცისარტყელას ადევნებდა თვალს, – იუწყება Mail Online.

აღნიშნულ ფენომენს „ცეცხლოვანი ცისარტყელა“ ეწოდება და იგი მაშინ ჩნდება, როცა მზე ჰორიზონტის თავზე 58 გრადუსით მაღლდება, ხოლო ბუმბულისებრ ღრუბლებში ყინულის კრისტალები ჰორიზონტალურ განლაგებას იღებს.

როცა მზის სხივები ყინულის კრისტალებში გარდატეხას იწყებს, მაშინ ფერების სპექტრალური დაყოფა ხდება და უიშვიათესი ფენომენის მომსწრენი ვხდებით.

გამოცემის ინფორმაციით, მეცნიერები ბუნებაში 12 სხვადასხვა სახეობის ღრუბელს ითვლიან.

მსგავსი პოსტები

Back to top button