სპორტი

ბათუმის დინამომ ტრე-პენე დამაჯერებლად დაამარცხა

უეფას ახალი ევროტურნირის პირველი საკვალიფიკაციო მატჩის განმეორებითი შეხვედრა ბათუმის დინამომ წინა მატჩის ანალოგიურად, დიდი ანგარიშით მოიგო.

საპასუხო შეხვედრა ბათუმის ახალ სტადიონზე გაიმართა და ეს იყო პირველი საშინაო მატჩი, რომელიც ევროტურნიტებზე აჭარლებმა 23 წლიანი პაუზის შემდეგ ჩაატარეს. ბათუმელმა გულშემატკივარმა ამ ფაქტის. ევროსარბიელზე საკუთარი კლუბის დაბრუნების აღმნიშვნელი შთამბეჭდავი ბანერი გამოფინა.

თამაში, როგორც მოსალოდნელი იყო, ბათუმელთა უპირატესობით წარიმართა, რაც ანგარიშზეც აისახა. პირველი გოლი სანოგომ მე-16 წუთზე გაიტანა. მეორე ნახევრის დებიუტი ასევე გოლებით აღინიშნა. მანჯგალაძემ ორ ბურთამდე გაზარდა სხვაობა და მომენტიდან 4 წუთის შემდეგ ჯოვინომ მესამე გოლიც გაიტანა.

გია გეგუჩაძის გუნდმა 2 მატჩის ჯამში ტრე-პენე ანგარიშით 7:0 დაამარცხა და მეორე ეტაპზე გავიდა, სადაც 22 ივლისს ბორისოვის „ბატეს“ დაუპირისპირდება. ამ წყვილის საპასუხო მატჩი 29 ივლისს შედგება.

მსგავსი პოსტები

Back to top button