ბათუმის ღამის კლუბში ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა
ბათუმში, კლუბ “არენაში” გაჩენილ ხანძარს ერთი ადამიანის სიცოცლე ემსხვერპლა. გარდაცვლილი კლუბის თანამშრომელი 70 წლის ქალია.
დაშავებულია კიდევ 5 პირი, რომლებიც უკვე გადაიყვანეს საავადმყოფოში.
ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. ხანძარი ღამის კლუბ არენაში წინასწარი ვერსიით ელექტროსადენების მიზეზით კონდინციონერიდან გაჩნდა. შემთხვევა დაახლოებით ღამის პირველ საათზე მოხდა, რა დროსაც იქ თვითმხილველების თქმით 30-მდე ადამიანი იმყოფებოდა.