ბიზნესრევიუმნიშვნელოვანისაქართველო

ბათუმის ინტურისტის ახალი სტრატეგია

უკვე დამდეგი სეზონიდან მნიშვნელოვან გააქტიურებას გეგმავს აჭარის ერთ-ერთი უძველესი სასტუმრო ,,ინტურისტი”, რომელსაც ამ დღეებში სათავეში ახალი ხელმძღვანელი, კაილ ანანი ჩაუდგა. წლების განმავლობაში ის ამერიკულ ბაზარზე მუშაობდა, ახლა კი ამერიკულ მიდგომებს აჭარაში დანერგავს.

,,ჩვენი უმთავრესი სტრატეგია რუსეთისა და ისრაელის ბაზრებზე ექსპანსიაა, თუმცა მოვიზიდავთ სრულიად ახალ მომხმარებელსაც და ამ მიზნით, საკრუიზო ტურიზმს ვიწყებთ – შესაბამისად, გემებით ჩვენ მივიღებთ ევროპელ ტურისტებს, ხოლო რუსეთიდან და ისრაელიდან ტურისტთა ჯგუფები თვითმფრინავით ჩამოვლენ. ჩვენი საკრუიზო პროექტი, მთლიან აჭარასაც მისცემს ბიძგს, რადგან დასავლეთ ევროპიდან ტურისტების აქტიურობა ამჟამად საკმაოდ დაბალია. მეორე მხრივ, ასეთი ტურისტი დასვენებასთან ერთად ხარისხიან გართობასაც მოითხოვს, ამიტომაც, ინტურისტმა უკვე დაიწყო სხვადასხვა ღონისძიების მასპინძლობა, მათ შორის, ამ დღეებში ეს იყო სილამაზის საერთაშორისო კონკურსი. გვექნება კონცერტებიც.

ვიწყებთ სასტუმროს მნიშვნელოვან განახლებასაც, რომელსაც მომხმარებლის საჭიროებებს მოვარგებთ – გვაქვს მიმდინარე კვლევაც ამ კუთხით. გვინდა რომ სასტუმრო, თავისი ინფრასტრუქტურითა და სერვისებით მაქსიმალურად პასუხობდეს რეალური მომხმარებლების მოთხოვნილებას. გვიხარია, რომ ჩვენს პარტნიორებს შორის იქნება ბათმში ახალი რადიო ,,ციტრუსიც”, რომელიც ქართველ მომხმარებელთან დიალოგში დაგვეხმარება”, – აცხადებს ჟურნალისტ აკაკი გოგიჩაიშვილთან საუბარში კაილ ანანი.

კაილ ანანის ხმა

სასტუმრო ინტურისტი 1940-იან წლებში აშენდა და აჭარაში ერთ-ერთ პირველ სასტუმროს წარმოადგენს. შენობა ქალაქის ცენტრში, შავი ზღვის სანაპიროზე მდებარეობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button