მსოფლიოსიახლეები

მარკ ცუკერბერგი ცენტი-მილიარდერების კლუბს შეუერთდა

მარკ ცუკერბერგი ცენტი-მილიარდერების კლუბს შეუერთდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისმა ქონებამ $100 მილიარდი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

გამოცემის მიხედვით, მარკ ცუკერბერგის ქონება $100 მილიარდი მას შემდეგ გახდა, რაც მისი კუთვნილი სოციალური ქსელის, Facebook-ის აქციების ღირებულება გაიზარდა.

მარკ ცუკერბერგზე მეტ ქონებას, ამ ეტაპზე, Amazon-ის მფლობელი ჯეფ ბეზოსი და Microsoft-ის მეპატრონე ბილ გეითსი ფლობს.

გამოცემის მიხედვით, Facebook-ის აქციების ფასი 6,5%-ით გაიზარდა, მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ გასართობ აპლიკაცია TikTok-ს 45 დღის განმავლობაში აკრძალავს.

Facebook-ი აცხადებს, რომ სოციალური პლატფორმა მომხმარებლთა შორის სულ უფრო პოპულარული ხდება და მას, WatsApp-ისა და Instagram-ის ჩათვლით, 3 მილიარდი მომხმარებელი ჰყავს.

კომპანიის ცნობით, Facebook-ის ქსელი, განსაკუთრებით მოთხოვნადი, პამდემიის დროს გახდა. წლის დასაწყისიდან დღემდე, კომპანიის აქციებზე ფასი 30%-ით გაიზარდა, რამაც მარკ ცუკერბერგს $22 მილიარდის შემოსავალი მოუტანა.

36 წლის მარკი Facebook-ის 13 პროცენტს ფლობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button