ბუდუ ზივზივაძე გუნდის ნაწილია – ,,მე საკმაოდ შორს ვარ პოლიტიკისგან, ვინ თამაშობს და ვინ არა, ეს სრულად ჩემი გადაწყვეტილებაა,,-სანიოლი-საქართველოს ნაკრები გადამწყვეტი მატჩისთვის ემზადება
საქართველოსა და პორტუგალიის ნაკრებების შეხვედრა 26 ივნისს, 23:00 საათზე დაიწყება

ერთი დღე ისტორიულ შეხვედრამდე- ხვალ ერთმანეთს ხვდებიან საქართველო, რომელიც პირველად არის ევროპაზე და პორტუგალია, რომელიც ჩემპიონატის ისტორიაში 9-ვე ფლეიოფშია გასული. ამ მხრივ, ყველაზე მეტი – ასპროცენტიანი რეზულტატი აქვს. თუმცა, თავისი რეკორდები უკვე საქართველოსაც აქვს.
პირველ ორ ტურში პირველ ადგილზეა მეკარე, რომელსაც საქართველოს კედელიც კი უწოდეს. გიორგი მამარდაშვილის 16 სეივი და გიორგი მიქაუტაძე, რომელიც, ორი გოლით ორ თამაშში, ასევე პირველ ადგილზე იყო. ხვალ საქართველო და პორტუგალია ისტორიაში მეორედ შეხვდება.
2016 წლის ევროპის ჩემპიონს, ქართველებთან დამარცხების შემთხვევაშიც კი, ჯგუფში პირველი ადგილი უკვე გარანტირებული აქვს. ასე რომ, საქართველოს სენსაციის მოხდენის მცირე, მაგრამ შანსი მაინც აქვს.
3 მილიონ-ნახევარი ადამიანის ხმას საქართველოს ნაკრებს გელზენ კირხენის ფელტინს არენაზე 10 000-ზე მეტი ქართველი ქომაგი გააგონებს.
საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა პორტუგალიის ეროვნულ გუნდთან ევრო 2024-ის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე ბუდუ ზივზივაძესთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას უპასუხა.
საქართველოს ნაკრები ჯგუფური ეტაპის გადამწყვეტი მატჩისთვის ემზადება, ბუდუ ზივზივაძე გუნდის ნაწილია – მე საკმაოდ შორს ვარ პოლიტიკისგან, ვინ თამაშობს და ვინ არა, ეს სრულად ჩემი გადაწყვეტილებაა, – ამის შესახებ საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა მატჩისწინა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, 6-7 თვის წინ ბევრი ადამიანი აყენებდა შეურაცხყოფას, როდესაც გიორგი მიქაუტაძე სათადარიგოთა სკამზე დასვა და ბუდუ ზივზივაძე ათამაშა.
„თქვენ იცით, რომ ზივზივაძე გუნდის ნაწილია, მან ითამაშა თურქეთთან რამდენიმე წუთი. ხვალინდელზე ჯერჯერობით არაფერია გადაწყვეტილი. თქვენ თქვით, რომ ეს ძალიან პოლიტიკური გახდა. მე საკმაოდ შორს ვარ პოლიტიკისგან, რადგან მე მსურს მართებული გადაწყვეტილებების მიღება მხოლოდ ფეხბურთის ფაქტებზე დაფუძნებით. ეს სასაცილოა, რადგან მახსოვს, 6-7 თვის წინ ბევრი ადამიანი მაყენებდა შეურაცხყოფას, როდესაც მიქაუტაძე სათადარიგო სკამზე დავსვი და ბუდუ ვათამაშე. ახლა ყოველდღე შეურაცხყოფას მაყენებს ზოგიერთი სულელი საფეხბურთო მიზეზების გარეშე და ამას ვერ მივიღებ. მე ვარ ფეხბურთის მწვრთნელი და ეს ყველასთვის ნათელია, ვინ თამაშობს და ვინ არა, ეს სრულად ჩემი გადაწყვეტილებაა. უკაცრავად ასეთი ტონისთვის, მაგრამ რამდენიმე დღეა, ამის გამო ცუდ ხასიათზე ვარ“, – აცხადებს სანიოლი.
ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მწვრთნელი ოთარ კიტეიშვილზეც საუბრობს და აცხადებს, რომ ის მესამე მატჩისთვის მზად იქნება.
„კიტეიშვილი მესამე მატჩისთვის მზად იქნება. ჩვენ აქ ვართ და უფრო მეტი გვსურს. პორტუგალიის წინააღმდეგ თამაში რთული იქნება. ყველაფერს გავაკეთებთ, რათა შემდეგ ეტაპზე გავიდეთ! მესამე ტურის წინ შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი გვაქვს. ვღელავთ და გვიხარია“, – განაცხადა ვილი სანიოლმა.
“ბორჯღალოსნები” ხვალ პორტუგალიას დაუპირისპირდება. შეხვედრა თბილისის დროით ღამის 11 საათზე დაიწყება.
.