მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

50 000 ლარის რბილი ავეჯი ბათუმის მერიისთვის

ბათუმის მუნიციპალურმა ინსპექციამ დაახლოებით ორი კვირის წინ რბილი ავეჯის შეძენაზე ტენდერი გამოაცხადა. მომწოდებელ კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმება უკვე მიმდინარეობს. ახალჩამოყალიბებული მუნიციპალური ინსპეექციის სამსახურისთვის საოფისე ავეჯის შესაძენად, ბათუმის მერიის ბიუჯეტიდან 50 ათას ლარზე მეტი დაიხარჯება.

საკრებულოს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობა” ამ გადაწყვეტილებას უპასუხისმგებლობად აფასებს.

“ბათუმის მერიისა და საკრებულოსთვის მთავარია საკუთარი კომფორტი, მთავარია, რბილ სავარძლებში ისხდნენ და ხელფასები აიღონ ბიუჯეტიდან. საერთოდ არ აინტერესებთ გაჭირვებული ადამიანები, რომლებიც ამ კრიზისის გამო დარჩნენ უმუშევრად და ულუკმაპუროდ”. – აცხადებს მირდატ ქამადაძე.

მოისმინეთ მირდატ ქამადაძის ხმა.

ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი 5 მაისს საკრებულოს რიგგარეშე სხდომის ჩატარებას და ანტიკრიზისული გეგმის განხილვას ითხოვდა. ამ წინადადებაზე მირდატ ქამადაძემ “ქართული ოცნებისგან” დღეს ოფიციალური უარი მიიღო.

მსგავსი პოსტები

Back to top button