“საია” გაზპრომთან გაფორმებული ხელშეკრულების გაცნობას ითხოვს

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია “გაზპრომთან” გაფორმებული ხელშეკრულების დეტალების გაცნობას ითხოვს.

ოფიციალური დოკუმენტის მისაღებად არასამთავრობო ორგანიზაცია ენერგეტიკის სამინისტროში განცხადებას შეიტანს.

საიას ახალი ხელშეკრულების გაფორმებისთვის გაზპრომთან წარმოებული მოლაპარაკების ყველა ოფიციალური დოკუმენტის ასლი აინტერესებს. ორგანიზაცია საქართველოს გავლით სომხეთში რუსული გაზის ტრანზიტის იმ ხელშეკრულებასაც ითხოვს, რომლის მოქმედების ვადა 2016 წლის 31 დეკემბერს ამოიწურა.

“გაზპრომთან” გაფორმებულ ახალ ხელშეკრულებას იწუნებენ “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” წევრებიც. იურისტები მოლაპარაკების დეტალების გასაჯაროევას ითხოვენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button