მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ბათუმის უნივერსიტეტი ინდოელ სტუდენტებს სტატუს უჩერებს

ბსუ-ს 150-ზე მეტ ინდოელ სტუდენტს,სტატუსი შეუჩერდება,გადაწყვეტილება ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტმა მიიღო. მიზეზი პანდემიაა და ის შეზღუდვები რომელიც საქართველოს მთავრობამ ინდოეთიდან მგზავრობაზე დააწესა,რის გამოც სტუდენტები საქართველოში ჩამოსვლას ვეღარ ახერხებენ. ფაქტს ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI) სპეციალური განცხადებით გამოეხმაურა

„უნივერსიტეტი სტუდენტებისგან სარეგისტრაციო დოკუმენტზე ხელმოსაწერად დეკანის კაბინეტში მისვლას ითხოვს, რასაც, ინდოეთში მყოფი სტუდენტები, ობიექტური გარემოებების გამო, ვერ შეძლებდნენ. სწორედ ეს გახდა უნივერსიტეტისთვის მათთვის სტუდენტის სტატუსის შეჩერების საბაბი.

მივმართავთ ბსუ-ს, განათლების სამინისტროს და მთავრობის უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს, დაუყოვნებლივ მიიღონ ზომები უცხოელი სტუდენტების უფლებების დასაცავად”, – ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი პოსტები

Back to top button