კრიმინალი

ბათუმისა და ზუგდიდის საკრებულოებში განვითარებულ მოვლენებს თბილისში ოპოზიციის და მმართველი გუნდის წევრები ეხმაურებიან.

“უხეში დარღვევა, ბიუჯეტის ჩავარდნის შიში, პირდაპირი დანაშაული” – ოპოზიცია ბიუჯეტის პროეტის დამტკიცებაზე

ბათუმისა და ზუგდიდის საკრებულოებში განვითარებულ მოვლენებს თბილისში ოპოზიციის წევრები ეხმაურებიან.

“ნაციონალურ მოძრაობაში” ამბობენ, რომ მუნიციპალური ბიუჯეტების დამტკიცების პროცესს მმართველი გუნდი იმის შიშით აჩქარებს, რომ “ბიუჯეტის ჩავარდნის ეშინიათ”.

პარტია “ლელოს” თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე კი აცხადებს, რომ ეს არის უხეში დარღვევა ყველა ნორმის, რაც შეიძლება დემოკრატიას ჰქონდეს.

პარტია “საქართველოსთვის” წევრი კი მმართველ გუნდს მოუწოდებს, რომ ახალი საკრებულოების მოწვევამდე მუნიციპალური ბიუჯეტების დამტკიცების პროცესი შეაჩეროს.

ასევე ბათუმსა და ზუგდიდში განვითარებულ მოვლენებს ეხლაურებიან მმართველი გუნდიდანაც:

ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა ოპოზიციის პროტესტს ბათუმის საკრებულოში მორიგი სპექტაკლი უწოდა. მისივე თქმით, ბიუჯეტი, რომელიც წინა მოწვევის საკრებულომ დაამტკიცა, ქალაქის ისტორიაში უპრეცედენტოა.

მმართველ გუნდში, ბათუმსა და ზუგდიდის საკრებულოებში განვითარებულ მოვლენებს, “ნაციონალური მოძრაობის” საბოტაჟს უწოდებენ და ამბობენ, რომ ის პროცესები, რომელიც მიმდინარეობს საკრებულოებში, სრულად შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობას:

“ის პროცესები, რომელიც მიმდინარეობს საკრებულოებში, სრულად შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობას. საქართველოს საარჩევნო კოდექსის 135-ე მუხლის თანახმად, სავსებით ლეგიტიმურად, სრული უფლება აქვთ საკრებულოებს, განახორციელონ ის საქმიანობა, რომელიც მათ კანონით აქვთ მინიჭებული, იქამდე, ვიდრე ახალი საკრებულო განახორციელებს თავის საქმიანობას. პოლიტიკურად, “ნაციონალურ მოძრაობას”, როდესაც სურთ მოქალაქეების ინტერესებზე ორიენტირებულ ბიუჯეტს საბოტაჟი გამოუცხადონ, მათ ამ საბოტაჟის საშუალება არ მიეცემათ,”– აცხადებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი.

“ასე მყარდება ქვეყანაში უზურპაცია და დიქტატურა” – წალენჯიხის ახლადარჩეულმა მერმა, გიორგი ხარჩილავამ, ბათუმსა და ზუგდიდში “ქართული ოცნების” ვადაგასული საკრებულოების მიერ ბიუჯეტის დამტკიცებასთან დაკავშირებით საგანგებო ბრიფინგი გამართა.

გიორგი ხარჩილავას ხმა

დღეს ბიუჯეტის დამტკიცების პროცესს, ბათუმსა და ზუგდიდში ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა. ოპოზიციის პროტესტი გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ მთავარ ფინანსურ დოკუმენტს წინა მოწვევის საკრებულოს შემადგენლობა ამტკიცებს, რასაც ოპოზიცია კანონდარღვევად მიიჩნევს და აპროტესტებს. დაპირისპირების ფონზე, დღეს პოლიციამ ადმინისტრაციული წესით ზუგდიდში 2 პირი, ხოლო აჭარაში 4 პირი დააკავა.

მსგავსი პოსტები

Back to top button