კრიმინალიმნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

ბათუმში 26 წლის მამაკაცმა სიძე ცივი იარაღით დაჭრა

ბათუმში, 26 წლის მამაკაცმა დის ყოფილ მეუღლეს ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენა. ფაქტს წინ უძღოდა შელაპარაკება.

ბრალდებული პოლიციამ შემთხვევიდან მალევე დააკავა. ამოღებულია დანაშაულის იარაღი, – დანა. დაჭრილი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. საქმე მკვლელობის მცდელობის ბრალდებით აღიძრა, რაც 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button