მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

ბათუმში 4 ოჯახი საცხოვრებლის გარეშე დარჩა

ბათუმში ხანძრის შედეგად 4 ოჯახი საცხოვრებლის გარეშე დარჩა. გვიან ღამით ხანძარი ჯორჯიაშვილის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლს გაუჩნდა.

ადგილზე 10-მდე სახანძრო ბრიგადა მუშაობდა.

ხანძრის ლოკალიზებას 2 საათი დასჭირდა. შედეგად არავინ დაშავებულა. ხანძრის გამომწვევი მიზეზები უცნობია. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.

მსგავსი პოსტები

Back to top button