ბათუმში 40-მდე ნაგვის ურნა მოიპარეს
ბათუმში, რამდენიმე ქუჩაზე ბოძებზე დამონტაჟებული დეკორატიული ურნები მოიპარეს – ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.
შპს “სანდასუფთავების სამსახურის უფროსი ამბობს, რომ ურნები ბოლოს სამი თვის განმავლობაში დაიკარგა. დავით ასამბაძის განცხადებით, ყოფილა შემთხვევები, როცა ქალაქის ცენტრში, ერთი და იმავე ქუჩიდან დეკორატიული ურნა რამდენჯერმე წაუღიათ.
“ისევ დაიწყეს ურნების წაღება. ვიღაცამ მითხრა სოფლებში მიაქვთ და გოდრებათ იყენებენო, ვერ გეტყვით”, – ამბობს სანდასუფთავების სამსახურის უფროსი.
ფაქტების შესახებ უწყების ხელმძღვანელმა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებსაც აცნობა.
ამ ეტაპზე ქალაქში 1000-მდე დეკორატიული ურნაა განთავსებული.