ახალი ამბებიმნიშვნელოვანი

ბათუმში დაიტბორა ქუჩები, პარალიზებულია მოძრაობა

ბათუმის გასასვლელებში უზარმაზარი საცობებია და მანქანების კოლონები ქალაქიდან გასვლას ვერ ახერხებენ. შეფერხებული იყო აგრეთვე ქალაქში შემსვლელი მოძრაობაც. როგორც ინფორმაცია ვრცელდება, გზები დატბორილია მახინჯაურში და შედეგად, მაგანაც გამოიწვია მოძრაობის პარალიზება. გავრცელებული ინფორმაციით, ასევე დაიტბორა რამდენიმე სახლიც. მოსულ უხვ ნალექს დაემატა სხვადასხვა ქუჩებიდან ჩამონადენი წყალი, რომელიც სანიაღვრე არხებმა ვერ გაატარა.

კომპანია „ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, პრობლემები შეიქმნა ხიმშიაშვილის, ლერმონტოვის, შავშეთის, გრიბოედოვისა და ჭავჭავაძის ქუჩებზე.

ბათუმის მერიის ინფორმაციით, საგანგებო რეჟიმში მუშაობს მერიის ყველა სამსახური. კომპანია „ბათუმის წყალში“ აცხადებენ, რომ სანიაღვრე არხები წინასწარ იყო გაწმენდილი და გახსნილი, მაგრამ იმ რაოდენობით ნალექი მოვიდა, რომ შეუძლებელი იყო ჭებს გაეტარებინა.

მობილიზებულია ბათუმის წყლის სპეციალური ტექნიკა, სანიაღვრე ქსელის ჯგუფები და ამ წუთებში მიმდინარეობს სამუშაოები.

მსგავსი პოსტები

Back to top button