მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები
ბათუმში მოვაჭრეები გადასახადების გაზრდას აპროტესტებენ
ბათუმში მოვაჭრეები გადასახადების გაზრდას აპროტესტებენ. პროტესტი ე.წ. ბონის ბაზრობაზე დასაქმებულებმა მოაწყვეს.
პროტესტის მონაწილეები აცხადებენ, რომ ადრე თუ ყოველდღიურად 25 ლარს იხდიდნენ, ახლა ხელმძღვანელობამ გადასახადი 35 ლარამდე გაზარდა.
მოვაჭრეები აცხადებენ, რომ ვაჭრობა შემცირებულია და გაზრდილი გადასახადის გადახდას ვერ შეძლებენ.