მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები
ბათუმში მშენებლობიდან ჩამოვარდნის შედეგად მუშა გარდაიცვალა
ბათუმში მშენებარე ობიექტიდან ახალგაზრდა მამაკაცი გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.
მამაკაცი მშენებლობაზე იყო დასაქმებული. სამართალდამცავები და ექსპერტ-კრიმინალისტები ფაქტს ადგილზე სწავლობენ.
როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო-სამშენებლო სამუშაოებისას ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.
ბათუმის მერიის ინფორმაციით, კომპანია, რომლის სამშენებლო სამუშაოებიდანაც მუშა გადმოვარდა და გარდაიცვალა, უსაფრთხოების წესების დარღვევისთვის, მუნიციპალურმა ინსპექციამ იანვარში 30 000 ლარით დააჯარიმა.
უწყების ინფორმაციით, კომპანიის მიმართ საქმის წარმოება მიმდინარეობს.
შემთხვევა ბათუმის ახალი ბულვარის ტერიტორიაზე მოხდა.