მნიშვნელოვანისიახლეები

ბათუმში ტრანსპორტის მაღალი ფასს აპროტესტებენ

ბათუმში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრები მიკროავტობუსებით მგზავრობის ტარიფის თვითნებურად გაზრდას აპროტესტებენ.

„ნაციონალური მოძრაობის” წევრები ტარიფის გაზრდაში “ქართულ ოცნებას” ადანაშაულებენ. მათი თქმით, მიკროავტობუსების მძღოლებს ტარიფის გაზრდას მმართველი გუნდის წევრები წინასაარჩევნოდ დაჰპირდნენ. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრების თქმით, მათ კონკრეტული გეგმა აქვთ, როგორ უნდა მოგვარდეს ეს პრობლემა და ითხოვდნენ ბათუმის მერთან შეხვედრას.

„ბათუმში ყოველგვარი რეგულაციების გარეშე უკანონოდ, მგზავრთა გადაყვანის ტარიფი 70 თეთრამდე გაიზარდა, ეს პირდაპირ დამსახურებაა “ქართული ოცნებისა” და ბათუმის მერის, არჩილ ჩიქოვანის. დღეს მოსახლეობას მგზავრობის ტარიფი გაუორმაგდათ და დიდ გადასახადს იხდიან, ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმა თუ როგორ უნდა დარეგულირდეს ეს საკითხი. მერთან შეხვედრისთვის მზად ვართ. გვაინტერესებს მერის გეგმა, რას აპირებს“, – აცხადებს „ნაციონალური მოძრაობის” წევრი რეზო ხარაზი.

მსგავსი პოსტები

Back to top button