რეგიონისაქართველოსიახლეები
ბათუმში რეზერვუარიდან ბუნებრივი აირი იფრქვევა
ბათუმში, ფაღავას ქუჩის მიმდებარედ ბუნებრივი აირის რეზერვიუარზე მიერთებული რკინის მილია დაზიანებული, საიდანაც აირი ჰაერში იფრქვევა. ადგილზე მეხანძრე მაშველებია მობილიზებული.
საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სამსახურში TV25.GE განუცხადეს, რომ წყლის ჭავლით მდგომარეობის შემსუბუქებას ცდილობენ, რათა დაზიანებული ადგილიდან აფეთქება არ მოხდეს.