ბათუმში თურქი ბიზნესმენი დაჭრეს

ბათუმში სროლის შედეგად თურქი ბიზნესმენი დაჭრეს.
შემთხვევა 3 დეკემბერს მოხდა, თუმცა ახლა გახდა ცნობილი. დაჭრილი ბიზნესმენი საავადმყოფოშია გადაყვანილი.
ფაქტზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო – ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, ბრალდებულს შვიდიდან თხუთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.