მნიშვნელოვანისიახლეები

ბატონი ბიძინა არის ადამიანი, რომელმაც მოსახლეობასთან ერთად, დაამთავრა ბოროტება “ნაცების” სახით-კალაძე

„შუშის სარკოფაგიდან საბოლოოდ დაგვიანონსეს საქართველოში დიქტატურის შექმნა“- სააკაშვილი

“ბიძინა ივანიშვილი არის ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ფიგურა, რომელსაც დიდი როლი აქვს იმაში, რომ ქვეყანაში არის მშვიდობა, ამიტომ, უსაფრთხოების ზომები გაზრდილია,” – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მედიასთან განაცხადა.

კახა კალაძემ აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატის დონალდ ტრამპის მაგალითიც მოიყვანა და განაცხადა, რომ ყველა იცავს უსაფრთხოებას.

“ზოგიერთ ტელევიზიას აქვს სურვილი, ოპოზიცია წარმოაჩინოს როგორც განადგურებული და დაბეჩავებული. შეიძლება განადგურებული და დაბეჩავებული მართლა არის, მაგრამ ყველაფრის მკადრებელია. იმ პოზიციაში და ვითარებაში, სადაც ახლა ისინი იმყოფებიან – გვარამიამ უფრო კარგად იცის, სად იმყოფებიან – ყველაფრის მკადრებლები არიან. წარმოგიდგენიათ, ამერიკაში მიმდინარეობს საპრეზიდენტო არჩევნების კამპანია და ერთ-ერთ კანდიდატს ესროლეს, კლავდნენ ჩვეულებრივად. შესაბამისად, ყველაფერს იკადრებენ.

ბიძინა ივანიშვილი არის ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ფიგურა, რომელსაც დიდი როლი აქვს იმაში, რომ ქვეყანაში შენარჩუნებულია მშვიდობა, სიმშვიდე, “ქართული ოცნება” ატარებს პრაგმატულ პოლიტიკას და ამ ყველაფერს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა კარგად ხედავს, ამიტომ, რა თქმა უნდა, უსაფრთხოების ზომები გაზრდილია. თქვენ ნახეთ ალბათ ტრამპის საჯარო გამოსვლა. რა თქმა უნდა, ყველა იცავს ამ უსაფრთხოებას და ჩვენც შესაბამისად ვიქცევით.

ბატონი ბიძინა ივანიშვილი არის ადამიანი, რომელმაც ამ ქვეყანაში, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობასთან ერთად, დაამთავრა ბოროტება, რომელიც იყო წარმოდგენილი “ნაციონალური მოძრაობის” სახით და გვიმტკიცებდნენ, რომ თითქოს ეს იყო დემოკრატიის შუქურა. ბიძინა ივანიშვილმა გადადო ყველაფერი, თავისი სიცოცხლის და ოჯახის ფასად და 2012 წელს დაამარცხა ბოროტება. ეს ძალა არსად წასულა, ისევ აქ არის. ეს არის რადიკალური დაჯგუფება – დავარქვათ “კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა” რომელიც იმართება გარედან და რომლებიც ყველაფრის მკადრებლები არიან, შესაბამისად, სიფრთხილეს თავი არ სტკივა. რატომ არ უნდა დავიცვათ ადამიანი. ნახეთ, რომ ტრამპს პირდაპირ კლავდნენ. ადამიანი გამოდიოდა სიტყვით, ესროლეს და განწირული იყო. არ ვიცი, როგორ გადარჩა”, – განაცხადა კახა კალაძემ.
კახა კალაძე ბიძინა ივანიშვილის უსაფრთხოებაზე: რატომ არ უნდა დავიცვათ ადამიანი, რომელსაც დიდი როლი აქვს იმაში, რომ ქვეყანაში არის მშვიდობა

კობახიძის თქმით ივანიშვილი მშვიდობის მთავარ გარანტია-,,ივანიშვილი შეხვედრებზეც ბრონირებული მინით ივლის,,


“ხალხის ძალის” წევრი, გურამ მაჭარაშვილი მცხეთაში, “ქართული ოცნების” საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ამომრჩევლებთან შეხვედრის ღონისძიებაზე მიღებულ უსაფრთხოების ნორმებთან დაკავშირებით, ოპოზიციის კრიტიკას ეხმაურება.

მისი განცხადებით, დღეს, ვინც იცავს მშვიდობას, ტრადიციებსა და ოჯახურ ღირებულებებს, თავს ესხმიან, პირდაპირი გაგებით.

“დღეს, ვინც იცავს მშვიდობას, ტრადიციებსა და ოჯახურ ღირებულებებს, იმას, პირდაპირი გაგებით, თავს ესხმიან. ანუ, რეალურად, დღევანდელი მოცემულობით, ლიბერალური ფაშიზმი განსხვავებულ მოსაზრებას კლავს.

ბიძინა ივანიშვილი საქართველოში არის მშვიდობის, ოჯახური ღირებულებებისა და სუვერენიტეტის შენარჩუნების ნომერ პირველი გარანტი და თავისთავად ცხადია, რომ, უსაფრთხოების სამსახურის შესაბამისი ცნობებითაც, იმ ტერაქტის მცდელობის, ის იქნება ნომერ პირველი სამიზნე საქართველოში. ამიტომ, უსაფრთხოების წესები უნდა იყოს დაცული უმაღლეს დონეზე,” – აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.

რატომ აირჩია ოლიგარქმა მთავარ სამიზნედ “ნაციონალური მოძრაობა”? – საქმე იმაშია რომ ამდენი წელია ჩვენ გვანადგურებენ, გვიჭერენ, გვყოფენ და მაინც, არჩევნების წინ “5” ფენიქსივით იკრებს ძალას და დიქტატურის წინააღმდეგ, ჯებირის მთავარ საფუძველს ქმნის, – ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც თავის „ფეისბუქ“ გვერდზე ვრცელდება.

ამასთან, სააკაშვილი მცხეთა-მთიანეთის რეგიონში „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო გასვლით შეკრებაზე, ბიძინა ივანიშვილის სიტყვით გამოსვლაც შეაფასა და ამბობს, რომ „შუშის სარკოფაგიდან საბოლოოდ დაგვიანონსეს საქართველოში დიქტატურის შექმნა“.

„ჰიტლერს და მუსოლინისაც კი არ მოსვლიათ თავში საარჩევნო დაპირისპირებებში დიქტატურის დამყარების შეტანა.

ეს აჩვენებს, ჩვენი ჭორვილური, ორღობის დიქტატურის მთელს აბსურდულობას და მეორე მხრივ მის უკიდურეს საფრთხეს, თითოეული ქართველის კეთილდღეობისთვის, უსაფრთხოებისთვისა და მომავლისთვის.

რატომ აირჩია ოლიგარქმა მთავარ სამიზნედ “ნაციონალური მოძრაობა”? – საქმე იმაშია რომ ამდენი წელია ჩვენ გვანადგურებენ, გვიჭერენ, გვყოფენ და მაინც, არჩევნების წინ ” 5 ” ფენიქსივით იკრებს ძალას და დიქტატურის წინააღმდეგ, ჯებირის მთავარ საფუძველს ქმნის.

“ნაციონალური მოძრაობა” ესაა დიდი აღმშენებლობის, ძლიერი ქართული სახელმწიფოსი საქართველოს იდეა, როგორც მსოფლიოს კაშკაშა ვარსკვლავის.

ესაა ადამიანების სამსახური, დრაივი, იმედი, მაგრამ ილუზია ნურავის ექნება, დიქტატორს მთელი ოპოზიციის დაჭერა და განადგურება სურს; მეორე მხრივ, ჭორვილური დიქტატურა წარმოადგენს საქართველოს პატარა სოფლად გადაქცევის მცდელობას, მუდმივ უიმედობას, ზიზღს, ძალადობას, დაჭერებს.

ესაა მთელი ქვეყანა 1 კაცის მფლობელობაში, სადაც ხალხისთვის არაფერია. ესაა დიდი ჩიხი, რომლიდანაც არ არსებობს გამოსავალი.

სინათლე და იმედი გაიმარჯვებს ჭაობზე და სიბნელეზე!

გვრჩება 2 თვე საქართველოს გადასარჩენად!“- წერია სააკაშვილის განცხადებაში, რომელიც მისივე „ფეისბუქ“ გვერდზე ვრცელდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button