უკრაინის უკრაინის თავდაცვის სამინისტრო რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს
დონეცკის ოლქის მაიორსკის დასახლებულ პუნქტში 300-მდე ოკუპანტი განადგურდა

უკრაინის უკრაინის თავდაცვის სამინისტრო რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები მოიცავს 24 თებერვლიდან 29 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდს.
უწყების ცნობით ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია:
📍ჯარისკაცი – დაახლოებით 70 250
📍ტანკი – 2 659
📍ჯავშანტექნიკა – 5 401
📍საარტილერიო სისტემა – 1 708
📍სარაკეტო სისტემა – 380
📍საზენიტო საბრძოლო სისტემა – 195
📍თვითმფრინავები – 273
📍ვერტმფრენი – 252
📍ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 1 406
📍საკრუიზო რაკეტები – 351
📍საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 4 107
📍გემი/ნავი/კატარღა – 16
📍სპეციალური აღჭურვილობა – 152.
უკრაინის თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების ზუსტი დარტყმების შედეგად, დონეცკის ოლქის მაიორსკის დასახლებულ პუნქტში 300-მდე ოკუპანტი განადგურდა, რომლებიც მორიგი თავდასხმისთვის ემზადებოდნენ, – ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.
მათივე ცნობით, 60-მდე დაჭრილი კი გორლოვკას სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს.
გენშტაბში აცხადებენ, რომ გასული დღის განმავლობაში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მოიგერიეს მოწინააღმდეგის თავდასხმები დონეცკის ოლქის ვოდიანეს, კამენკასა და ნეველსკოეს დასახლებებში. ამასთან, რუსულმა ძალებმა განახორციელეს 4 სარაკეტო და 25-მდე საჰაერო დარტყმა და 70-ზე მეტი შეტევა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან. დაზარალდა 35-ზე მეტი დასახლებული პუნქტი, მათ შორის დონეცკის ოლქის სევერსკისა და პრეჩისტოვკას დასახლებები; ზაპოროჟიეს ოლქის ჩერბაკის დასახლება, ხერსონის ოლქის დავიდოვ ბროდისა და მალაია სეიდემინუხას დასახლებები, მიკოლაივის ოლქის კობზარცის დასახლება.
კრემლი მსხვერპლის შესახებ ინფორმაციას რეგულარულად არ აახლებს. 25 მარტს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ 1 351 ჯარისკაცი დაიღუპა უკრაინაში შეჭრის პირველ თვეს, თუმცა შემდეგ არანაირი განახლება არ გაუკეთებია.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.